მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეთათვის გამართული ინგლისური ენის ოლიმპიადა “Lingostar” წარმატებით მიმდინარეობს.
მეორე ტურის შედეგები უკვე ცნობილია
მონაწილეები, რომლებიც გამოყოფილნი არიან მწვანე ფერით, წარმატებით გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ვულოცავთ თითოეულ მათგანს მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას ფინალურ ტურში.
რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ეტაპზე ფინალში ვერ გადავიდნენ, თითოეულ მათგანს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ მათ მონდომებასა და ინტერესს. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის. ვუსურვებთ მათ წარმატებებს მომავალში და გახსოვდეთ— ყველაზე საინტერესო და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!